ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მაღაზიასთან ხალხი დაცხრილეს.
არიან დაღუპულები და დაჭრილები. რაოდენობა ჯერ-ჯერობით ზუსტდება.
'' რუსები ცინიკურად ართმევენ სიცოცხლეს უკრაინელებს! მაღაზიის რიგში, ადამიანები იქ მხოლოდ სურსათის საყიდლად მივიდნენ'' - ამბობს ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი.
ასევე, ოკუპანტებმა სევროდონეცკის ბავშვთა საავადმყოფო დაბომბმეს. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა შენობიდან მედპერსონალის და ბავშვების გამოყვანა შეძლეს. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.