აჭარის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, გზების გაწმენდა გრძელდება - გზების დეპარტამენტი

22 მარტი 2022, 10:56 943 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათვე განცხადებით, დასკვნით ეტაპზეა თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები და სასოფლო გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს.

მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბლობში 20-30 სანტიმეტრია. მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება დაშვებულია ყველა მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი