ულტიმატუმი მხოლოდ მაშინ შესრულდება, როდესაც ჩვენ დაგვხოცავენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

21 მარტი 2022, 22:34 1005 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის რუსეთის ულტიმატუმები მიუღებელია.

მისივე განმარტებით, რუსეთის ულტიმატუმების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინას სრულად გაანადგურებენ.

"ულტიმატუმს ვერ დავთანხმდებით. გაიგეთ რომ უკრაინა ულტიმატუმს ვერ დათანხმდება. ფიზიკურად ეს შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ. თუ ყველა ჩვენგანს გაგვანადგურებენ, მაშინ მათი ულტიმატუმი ავტომატურად შესრულდება. მაგალითად გვეუბნებიან რომ ხარკოვი, მარიუპოლი ან კიევი დაგვითმეთო - დამიჯერეთ, არც ხარკოვი, არც კიევი და არც მარიუპოლი, არც ერთი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი და არც პრეზიდენტი ამას ვერ გააკეთებს. ხალხის წინააღმდეგობას ხომ ხედავთ. ყველა ქალაქი იბრძვის. მათ რუსული დროშა აღმართეს, თუმცა ჩვენმა მოქალაქეებმა ისევ დაუშვეს", - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსეთმა გუშინ მარიუპოლს დანებება მოსთხოვა და ულტიმატუმი წაუყენა. რუსებმა უკრაინელებს ვადა ადგილობრივი დროით, 21 მარტის დილის 5 საათამდე მისცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში