უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში 11 პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეზღუდა, მათ ნაწილს რუსეთთან თანამშრომლობა ედება ბრალად.
აღნიშნულ ინფორმაციას ზელენსკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მიიღებს დაუყონებლივ ზომებს, რათა აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდეს.
როგორც ბრიტანული მედიასაშუალება იუწყება, აღნიშნული შეზღუდვა უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის დასრულებამდე დარჩება.