ჯო ბაიდენის განცხადება ვლადიმერ პუტინის პირადი შეურაცხყოფაა - პესკოვი 

18 მარტი 2022, 15:41 866 ნახვა

კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის განცხადება, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ, პირადი შეურაცხყოფაა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს განცხადება ბაიდენის გაღიზიანებამ, დაღლილობამ და გულმავიწყობამ გამოიწვია. 

„მოსკოვი ისმენს, ხედავს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ, უკვე ყოველდღიურ განცხადებებს, რაც ფაქტობრივად პუტინის პირადი შეურაცხყოფაა. პრეზიდენტ ბაიდენის გაღიზიანების, დაღლილობისა და გულმავიწყობის გათვალისწინებით, რაც იწვევს ასეთ აგრესიულ განცხადებებს, ჩვენ არ მივცემთ მკვეთრ შეფასებებს მის სიტყვებს, რათა არ გამოვიწვიოთ მეტი აგრესია", - განაცხადა პესკოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი