უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის გამო, კანადა ბელორუსის ხელმძღვანელობას ახალ სანქციებს უწესებს.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის განცხადებით, ახალი სანქციები შეზღუდვებს უწესებს ბელარუსის თავდაცვის დეპარტამენტის 22 მაღალჩინოსანს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინაზე თავდასხმას და ნება მისცეს ბელარუსს, რომ „გამშვები პუნქტის“ ფუნქცია შეესრულებინა რუსული შემოჭრისთვის.
კანადის საგარეო უწყებამ სთხოვა ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომ შეწყვიტოს რუსეთის შეჭრის მხარდაჭერა.