მწყერის ფერმა ქობულეთში

17 მარტი 2022, 20:27 2613 ნახვა

ახალგაზრდა ფერმერი და მისი იშვიათი სახეობის ეგზოტიკური ფრინველები, რომლის მოშენება როგორც ამბობს ბავშვობის ოცნება იყო. ნიგო ცეზარიშვილი, ქობულეთის სოფელ ლეღვაში ცხოვრობს. მან, პანდემიის პირობებში, დაწყებული საქმე ფერმერულ მეურნეობად აქცია. განვითარებისთვის კი ახლა სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.  ფერმერს, დაახლოებით 700-მდე ფრთოსან ფრინველთან ერთად, იშვიათი სახეობის იადონები და თუთიყუშებიც ჰყავს მოშენებული, რომლებსაც დედასთან ერთად მარტო უვლის. ქათმის, ბატის, მწყერის ხორცს და კვერცხს სარეალიზაციოდ, სოციალური ქსელში ჰყიდის. ახალგაზრდა ფერმერი მოუწოდებს ახალგაზრდებს, ხელი მიჰყონ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებას, რათა სოფელი არ დაიცალოს და არ მოხდეს მიგრაცია. - ლევან ურიდიას და მურმან ცენტერაძის რეპორტაჟში ნახავთ

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი