რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში მართლმადიდებლურ ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღვთისმშობლის ეკლესიის ფანჯრები, გარე ფასადი და სახურავი დაზიანებულია.