ტყვეობიდან გათავისუფლებული მელიტოპოლის მერის პირველი მიმართვა

17 მარტი 2022, 15:26 1153 ნახვა

6 დღიანი ტყვეობის შემდეგ მელიტოპოლის მერმა პირველი მიმართვა გაავრცელა. ივან ფიოდოროვმა მოქალაქეებს  გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა და გაამხნევა. მისივე განცხადებით,  ის ვინც მტრის დროშა ქალაქში აღმართა, უკრაინის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს. მიმართვას ავრცელებს ვინიცას მერიც. სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, არ წყდება საჰაერო იერიში ქალაქზე,  მტერი მიზანმიმართულად ანადგურებს სატელევიზიო ანძებს და რადიო სადგურებს, რათა მოსახლეობამ ინფორმაცია ვერ მიიღს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში