მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა გაუძლო – რადას დეპუტატი

17 მარტი 2022, 13:53 842 ნახვა

მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა ავიადარტყმას გაუძლო, თავშესაფარში მყოფი ადამიანები გადარჩნენ, – ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის სახალხო დეპუტატის, სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით წერს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორც გადარჩენილთა, ასევე დაღუპულთა რიცხვი.

„საშინელი ღამის შემდეგ, უვიცი ომის 22-ე დილას, საბოლოოდ კარგი ამბები გვაქვს მარიუპოლიდან. თავშესაფარმა გაუძლო. ნანგრევების გაწმენდა დაიწყო, ხალხი ცოცხალი გამოდის,“ – წერს რადას დეპუტატი სერგეი ტარუტა.

უკრაინული მედიის ცნობით, 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაბომბა, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მცხოვრები აფარებდა თავს.

როგორც უკრაინელმა დეპუტატმა დმიტრო გურინმა „ბიბისისთან“ განაცხადა, რუსულმა ძალებმა ავიადარტყმა განახორციელეს თეატრზე დიდი წარწერის მიუხედავად, რომ შენობას ბავშვები აფარებდნენ თავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი