აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დამნაშავე უწოდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აქამდე ადმინისტრაცია თავს არიდებდა მსგავს ფრაზას.
ჯო ბაიდენის სიტყვებს, კრემლში ეხმაურებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ბაიდენის სიტყვებს მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკა უწოდა.
"მიუღებლად და მიუტევებლად მიგვაჩნია ასეთი რიტორიკა იმ სახელმწიფოს მეთაურისა, რომლის ბომბებმაც ასობით ათასი ადამიანი მოკლა მთელ მსოფლიოში," - განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.