სასამართლომ "ვრემიას" რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმა

15 მარტი 2022, 20:33 1120 ნახვა

მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ რუსეთის "ვრემიას" რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, 30 ათასი რუბლით დააჯარიმა. 

ოვსიანიკოვა დამნაშავედ ცნეს "არასანქცირებული საჯარო აქციის ორგანიზებაში“. საუბარია არა პირდაპირ ეთერში მის მიერ პლაკატის გაშლაზე, არამედ ვიდეომიმართვაზე, რომელშიც მან რუსეთის მოქალაქეებს ომის საწინააღმდეგო აქციებისკენ მონაწილეობაში მოუწოდა.

გუშინ, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება "ვრემიას" პირდაპირი ტრანსლაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ,მარია ოვსიანიკოვა ეთერში ბანერი წარწერით: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“ - გამოჩნდა.

ხმაურიანი პროტესტის გამოხატვამდე კი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სამწუხაროდ კრემლის პროპაგანდას აშუქებდა რის გამოც ძალიან რცხვენია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი