მოსკოვში "ვრემიას" რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

15 მარტი 2022, 18:54 914 ნახვა

მოსკოვში, "ოსტანკინოს“ სასამართლოში მარინა ოვსიანიკოვას პროცესი მიმდინარეობს. ფოტო  ოვსიანიკოვას სასამართლო სხდომიდან, სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

გუშინ, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება "ვრემიას" პირდაპირი ტრანსლაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ,მარია ოვსიანიკოვა ეთერში ბანერი წარწერით: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“ - გამოჩნდა, რის შემდეგაც ახალი ამბების რედაქტორი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მარინა ოვსიანიკოვას ბრალი ედება „არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება და გულისხმობს 30 000 რუბლამდე ოდენობის ფინანსურ ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 10 დღემდე პატიმრობას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი