უკრაინის ელჩი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს

15 მარტი 2022, 11:19 1079 ნახვა

უკრაინის ელჩი თბილისში დაბრუნდა. იგორ დოლგოვი მედიისთვის 3 საათზე განცხადებას გააკეთებს. ის დილიდან უკრაინის საელჩოში იმყოფება.

ელჩი მედიასთან მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პირველ მარტს ის საქართველოდან გაიწვია.

იგორ დოლგოვი ელჩის საცხოვრებელ რეზიდენციასთან გუშინ დააფიქსირეს, თუმცა მან სატელევიზიო კომენტარი არ ისურვა.

სწორედ, გუშინ მოუწოდა საქართველოს პარლამენტიდან სალომე ზურაბიშვილმა თავის კოლეგას, უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ელჩის დაბრუნების თაობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი