მიხეილ სააკაშვილის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

14 მარტი 2022, 20:03 1382 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 13 მარტს, სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“.

უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა.

"მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ.

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე, დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი