ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში ორგანიზებულად სახელმწიფოს დახმარებით 1 600-მდე მოქალაქე დაბრუნდა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელწმიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ხდება მათი გამომგზავრება ქვეყანაში.
საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას.