უკრაინაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი ჩავიდა. მედიის ცნობით, იგი უკვე შეხვდა ჩეჩენ ძალოვანებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიაში მონაწილეობენ.
ამ თათბირის ვიდეოკადრები ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა. კადიროვის უკრაინაში ჩასვლის შესახებ წერს უკრაინული მედიაც.
„ბანდეროველებისა და ჩეჩნურად მოსაუბრე შაიტანებისთვის დანდობა არ იქნება!“, - განაცხადა თათბირზე კადიროვმა.
ვიდეოჩანაწერში ასევე ისმის მისი ფრაზა „ამოცანა კიევის აღებაა!“.