უკრაინასა და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნების გადალახვა - ანდრეი კასიანოვი

13 მარტი 2022, 17:11 1121 ნახვა

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანადრეი კასიანოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილებს სათანადო დახმარებას გაუწევს და მათ დროებით საცხოვრებელს უზრუნველყოფს.

კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად 2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილია, რომელთა რეგიონული მიღების კერად პოლონეთი იქცა, თუმცა ის უკვე ვერ უმკლავდება უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების ნაკადს.

მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნების გადალახვა, ამიტომ,  რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველას ერთიანობისა და საერთო ქმედებებისკენ მოუწოდებს,

ამასთან, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს მთავრობის მიერ აწეული დახმარების შესახებაც აღნიშნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი