უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ვიდეოკავშირის რეჟიმში გადადის

13 მარტი 2022, 14:15 1038 ნახვა

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები, რომელიც მანამდე ბელარუსში შეხვედრების ფორმატში იმართებოდა, ვიდეოკავშირის გამოყენებით გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული დელეგაციის წევრმა, მიხაილო პოდოლიაკმა და რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამგვარი მოლაპარაკებები მოხსენიებული იყო 12 მარტს კრემლის ვებგვერდზე.

„უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინული მხარე რუსებთან განიხილავს ჰუმანიტარული დერეფნების გაფართოებას, პირველ რიგში მარიუპოლიდან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი