ბელარუსის არმია არ აპირებს შეუერთდეს რუსული არმიის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ხუთი ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფს საზღვარზე როტაციის მიზნით აგზავნის. ეს განცხადება ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვიქტორ ბულევიჩმა გააკეთა.
მან უკრაინაში შეჭრის გეგმები უარყო.
ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ალექსეი არისტოვიჩი, მისი განმარტებით, ბელარუსის არმია რუსეთსა და უკრაინას შორის ომში მონაწილეობას პრინციპული პოზიციის გამო არ მიიღებს. მისივე თქმით, თუ ბელარუსის არმია მაინც მიიღებს ბრძოლის შესახებ ბრძანებას, ისინი გადაკვეთენ საზღვარს, მაგრამ არ იბრძოლებენ და უკრაინელთა მხარეს დადგებიან.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინამ რუსული ავიაცია უკრაინის საჰაერო სივრციდან ბელარუსის სასაზღვრო სოფლების მიმართულებით სროლაში დაადანაშაულა.