ქვეყნის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ომის პირველივე დღიდან დაჟინებით ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი, თუმცა ნატო და ამერიკა აცხადებენ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ამ ნაბიჯს შეიძლება ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვეს.
ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ცის ჩაკეტვა რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება, როგორ ნატოს ჩართვა ომში. მათი მოსაზრებით, ამისთვის მზაობა, თავად ნატოს წევრი ქვეყენების მოსახლეობამ უნდა გამოთქვას, რაც შესაძლოა ასეც მოხდეს, თუ მოვლენები ისევ დრამატულად განვითარდება.