ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“ - ლიეტუვას პრეზიდენტი

11 მარტი 2022, 10:17 973 ნახვა

მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“.​ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვერსალში ევროკავშირის გუშინდელ სამიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენზე და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირმა უკრაინელმა ერმა უნდა იცოდეს, რომ მათ მიესალმებიან ევროკავშირში“, – წერს გიტანას  ნაუსედა „ტვიტერზე“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი