ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაპატიმრების ორდერის განაცხადი შეიტანა

11 მარტი 2022, 00:02 2601 ნახვა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გამოსცა.

ICC-ის პროკურორის კარიმ ხანის განცხადებით, ორდერები გაიცემა შემდეგ მაღალჩინოსნებზე:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;
  • დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში.

პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, ამ პირებს ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, პირადი ღირსების შეურაცხყოფასა და მძევლების აყვანაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი