საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში

10 მარტი 2022, 22:07 695 ნახვა

ომის მე-15 დღეს, უკრაინაში ისევ იბომბება ქალაქები და იღუპებიან ადამიანები. იბომბება უკრაინის დასახლებული პუნქტები: ქალაქები, სოფლები - იქ, სადაც ნაკლებად მუშაობს საჰაერო თავდაცვა. რუსულმა ჯარმა ომი ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს გამოუცხადა და ამ ფონზე ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ნატოს მისი შეჩერება არ შეუძლია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით,  რუსი ოკუპანტები თითქმის  ყველა მიმართულებით გააჩერეს. მოწინააღმდეგის საბრძოლო მოქმედებები  წარუმატებელია და იგი წინ წაწევის ნაცვლად ცდილობს შეინარჩუნოს მანამდე დაკავებული პოზიციები. "უკრაინა არ დანებდა, არ ნებდება და არ დანებდება" - ასე დასრულდა რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დღეს ანტალიაში

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში