საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი

09 მარტი 2022, 10:52 938 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 733 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 281, „პისიარ“-ტესტით – 2 452.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,19%, ბოლო 14 დღის – 18,43%, ბოლო შვიდი დღის – 15,55%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 46, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 57, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 629 930 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 570 884 გამოჯანმრთელდა, 16 456 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 827 920 აცრა, დღიურად აცრილია 190.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში