ჟიტომირზე ავიადარტყმის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა - უკრაინული მედია

09 მარტი 2022, 10:08 1060 ნახვა

ქალაქ ჟიტომირში ორი ავიაიერიშის შედეგად ნავთობის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ორ ტანკს გაუჩნდა ცეცხლი სოფელ ჩერნიახივში. ახლომდებარე კერძო სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ავიაიერიშის შედეგად განადგურდა 10-მდე კერძო სახლი. უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურის ინფორმაციით გარდაცლილია 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში