ევროკომისია ანგარიშს მოამზადებს და შეაფასებს რამდენად აკმაყოფილებენ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებსა და მოთხოვნებს. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნების განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ევროკომისია განიხილავს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ მიიღო. ევროკომისია განიხილავს და ცალ-ცალკე წარადგენს მოსაზრებებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. როდესაც ბრიუსელი დაასრულებს შეფასებას – რაც დაწყებული პროცესის პირველი ნაბიჯია და ჩვეულებრივ, რამდენიმე წელი გრძელდება – ევროკავშირის ქვეყნებმა ის ერთხმად უნდა დაამტკიცონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. აგრესორი პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს გზავნილი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მომავალი წევრები არიან - ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტარების მხრიდან .