სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის თარიღი შეთანხმებულია.
დილით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით 14 მარტს მიმართავს.
მანამდე იქნება ბიუროს სხდომა, სავარაუდოდ 9 მარტს რომელზეც 14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
აქვე გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა სურვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს გამოსულიყო, თუმცა მისი ეს ინიციატივა "ქართული ოცნების" უმრავლესობამ არ გაიზიარა.