სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

08 მარტი 2022, 10:41 851 ნახვა

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს.  

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი სანქცია ამოქმედდა, ვიდრე  ყირიმის ანექსიის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ქიმიური იარაღით მკვლელობის, აშშ-ში არჩევნებში ჩარევის და სხვა მოვლენების შემდეგ, რომელთა მონაწილეობაში თავის როლს კრემლი კატეგორიულად  უარყოფს. დასავლური კომპანიების სიას, რომლებიც ბოლო დღეებში რუსეთის ბაზრიდან წავიდნენ,  სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მაღაზიების გერმანული  ქსელი ობიმ  შეემატა.  რუსეთში მას  27 ფილიალი აქვს და  5 ათასამდე ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის   გამო პროტესტის ნიშნად რუსეთი  230 უცხოურმა კომპანიამ უკვე დატოვა. რუსეთს ტოვებს „პროქტერ ენდ გამბლიც“, რომელიც პირადი ჰიგიენის უამრავ საშუალებას  აწარმოებს.  რუსულ ნედლ ნავთობზე უარს ამბობს ავსტრალიური ენერგოკომპანია ვივა.

აშშ-ის კონგრესი უკვე მიმდინარე კვირას კანონპროექტის მიღებას გეგმავს რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის შესახებ. ვაშინგტონი რუსული ნავთობის  ვენესუელურით ჩანაცვლებას აპირებს.იაპონიამ  სანქციები დაუწესა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებსა და კომპანიებს.

შავ სიაში კრემლის პრეს-სპიკერი, ჩეჩნეთის ლიდერი და რამდენიმე რუსი ოლიგარქია, ბელარუსის სასანქციო სიაში 13 ფიზიკური პირი და 10 კომპანია და ორგანიზაცია მოხვდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი