უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულ სამხედრო ძალებში განხორციელდა გადაჯგუფება კიევზე შტურმის ორგანიზებისთვის. გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საოკუპაციო ძალები აპირებენ კიევზე შეტევისთვის გამოიყენონ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები: რუსეთის ეროვნული გვარდიის, გროზნოს სპეციალური პოლკი, კემეროვოს და მოსკოვის სპეცდანიშნულების რაზმები და კერძო სამხედრო კომპანია „ლიგა“.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.
გაეროს მონაცემებით, ომმა უკვე იმსხვერპლა 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მილიონ ნახევარი უკრაინელი კი ლტოლვილად იქცა.