ხარკოვში უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა რუსული ავიაგამანადგურებლის ორიდან ერთი პილოტი დააკავეს, რომლიც ქალაქს ბომბავდა.
დაკავებული რუსეთის ქალაქ ვორონეჟში განთავსებული საავიაციო პოლკის უფროსის მოადგილეა. მან პირადად 3 ფრენა განახორციელა ქალაქებს იზიუმსა და ბალაკლეას შორის. მეორე პილოტი ცოცხალია და ქალაქში იმალება. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
6 მარტს ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 11 შენობა დაინგრა, ნანგრევებში 8 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭა.