აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება 

07 მარტი 2022, 10:40 916 ნახვა

“ნატოს „მწვანე შუქი“ აქვს იმისთვის, რომ რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნით დაეხმაროს”- ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ეკუთვნის, რომელიც გუშინ მოლდოვაში ვიზიტის დროს გააკეთა.

ენტონი ბლინკენის თქმით, კიევს მეტი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, რაც უკვე არაერთხელ გაჟღერდა. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვინაიდან უკრაინას რუსული წარმოების მოიერიშეები ურჩევნია, განიხილება პოლონეთისთვის ამერიკული ეფ-16-ების მიწოდება, იმისთვის, რომ პოლონეთმა მის მფლობელობაში მყოფი რუსული მოიერიშეები გაგზავნოს უკრაინაში, რაზეც თეთრი სახლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაწყებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი