სერგეი გავრილოვი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

06 მარტი 2022, 20:36 4921 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი, რომელიც 2019 წლის ივნისში თბილისში განვითარებული ცნობილი მოვლენების მთავარი მიზეზი გახლდათ, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს არჩეულ კურსს და არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთიდან ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს რუსი დეპუტატი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში