დადგა დრო, ყველა უცხოელმა, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ ებრძოდა, ბოდიში მოუხადოს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს - შალვა პაპუაშვილი

08 თებერვალი 2025, 10:04 334 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება.

"დადგა დრო, ყველა უცხოელმა, ვინც ებრძოდა „გამჭვირვალობის კანონს“, ბოდიში მოუხადოს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – წერს შალვა პაპუაშვილი და ტრამპის განცხადებას აზიარებს.

ტრამპმა USAID-თან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „USAID-ში კორუფციამ ისეთ დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე იშვიათად უნახავს ვინმეს, დახურეთ ის“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში