რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება

06 მარტი 2022, 18:55 843 ნახვა

რუსეთი არ ჩერდება. ის ამჯერად ოდესის დასაბომბად ემზადება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, წუხელ პირველი ჩვენებები მისცეს რუსეთის ჩამოგდებული თვითმფრინავების მფრინავებმა. გარდა ამისა, უკრაინის დამცველებმა მიიღეს რუკები, რომლებიც ადასტურებს, რომ უკრაინაზე შეტევა და უკრაინული ქალაქების დაბომბვა რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ თავიდანვე დაიგეგმა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი