რუსმა სამხედროებმა ისევ დაარღვიეს სიჩუმის რეჟიმი. სამხედროებმა ქალაქ ირპენის მოსახლეობას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები დანგრეული ქალაქიდან ევაკუირებას ცდილობდნენ. სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი.
სამხრეთ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 21:00 საათამდე სიჩუმის რეჟიმი დაწესდა და დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. 12:00 საათიდან მშვიდობიანი მოქალაქეები შეთანხმებული მარშრუტით ქალაქის დატოვებას ცდილობენ.
ომის მეთერთმეტე დღეს კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდნეტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა, სადაც განაცხადა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები ამჯერად ოდესის შტურმისთვის ემზდებიან.