საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი არ შემოუშვეს

06 მარტი 2022, 14:36 1024 ნახვა

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი. მედიასაშუალების თანახმად, ჟურნალისტი საქართველოს საზღვრიდან, სავარაუდოდ, 5 მარტს გააბრუნეს და ის მარტო არ იმყოფებოდა.

„დოჟდის“ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ 3 მარტს მაუწყებლობა შეაჩერა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება.

იმ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელსაც კრემლი „ფეიკად“ მიიჩნევს, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მსხვილი ჯარიმით ან პატიმრობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი