სალიბაურის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს: „პრინცესას საოცნებო ახალი წელიწადი“ დაესწრნენ. წარმოდგენას თოჯინების თეატრი 28 დეკემბერსაც გამართავს. საახალწლო სპექტაკლს სკოლა-პანსიონის 160-მდე მოსწავლე ნახავს. სოციალური პროექტი “ბათუმის წყლი”-ს ორგანიზებით ხორციელდება.