უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და მათ ბრძოლისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, დონბასში მცხოვრებმა ხალხმა რუსულ პროპაგანდას არ უნდა დაუჯეროს, რომელიც მათ გადამტერებას ცდილობს.
მისივე თქმით, რუსული ტელეარხები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ დონბასში მცხოვრები უკრაინელები დაარწმუნონ, რომ "უკრაინა მტერია".