ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფი ბათუმელებსა და ბათუმში ჩარჩენილი უკრაინისა და ბელარუსის მოქალქეების კოორდინაციისთვის ყოველდღე ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს.
ბათუმში უკრაინის დასახმარებლად გახსნილია ორი ოფისი, სადაც უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება გროვდება.