რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი, დენის კირეევი ღალატში ამხილეს

05 მარტი 2022, 15:39 2892 ნახვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი, დენის კირეევი ღალატში ამხილა. დენის კირეევი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, ღალატში მხილებული კირეევი დაკავებისას მოკლეს.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით შესაბამისი უწყებების მხრიდან ოფიციალურად დადასტურებული არ არის.  

რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, 66 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა უცხოეთიდან უკრაინაში, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. დიდია ქვეყნიდან გადინების რიცხვიც. უკრაინა  უკვე დატოვა მილიონ  200  ათასმა ადამიანმა,  დღის ბოლომდე კი კიდევ ბევრი დატოვებს, რადგან  უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით დღეის მდგომარეობით  აგრესორმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი