ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და არასაფრენი ზონის გამოუცხადებლობის გამო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მწვავედ გააკრიტიკა. ომში მყოფი უკრაინის ლიდერის გამოსვლის მთავარი გზავნილები უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.
„ადამიანები, რომლებიც დღეიდან დაიღუპებიან, თქვენს გამო დაიღუპებიან“ - მიმართა მან ნატოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ. განაცხადა, რომ დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას, როდესაც უარი თქვა უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნაზე.