უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების რიცხვმა მოიმატა. „მთავარი“ ამის გადასამოწმებლად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, მინსკი-ბათუმის რეისის მგზავრთა ნაწილი რუსეთის ფედერაციიდან იყვნენ, ნაწილმა თქვა, რომ ბათუმში დასასვენებლად ჩამოვიდა, საუბრობენ მოსკოვში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და ეკონომიკური კრიზისის შესახებ.