დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უგუნური ქმედებები მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს. ეს განცხადება ჯონსონმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შემდეგ გააკეთა .
"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეტევა ელექტროსადგურზე და დაუშვას შესაბამისი სამსახურების შეუზღუდავი წვდომა ტერიტორიაზე", - აცხადებს პრემიერ მინისტრი.