რუსული ტელეარხი „დოჟდი“ მაუწყებლობას აჩერებს, - ამის შესახებ ტელეკომპანიის ეთერში გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ განაცხადა.
"გვჭირდება ძალები ამოსუნთქვისთვის და იმის გასაგებად, მომავალში როგორ ვიმუშავოთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეთერში დავბრუნდებით და მუშაობას განვაგრძობთ“ , - განაცხადა სინდეევამ.
1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, "დოჟდის" ვებგვერდი დაიბლოკა იმ საბაბით, რომ ჟურნალისტები თითქოს არასანდო მონაცემებს ავრცელებდნენ უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ შესახებ და ექსტრემიზმისკენ მოწოდებების შემცველ მასალებს აქვეყნებდნენ.