საქართველოში კორონავირუსის 3 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

03 მარტი 2022, 10:50 750 ნახვა

3 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 11 767 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 527 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 948 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 579 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 347 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 461, ქვემო ქართლი -153, შიდა ქართლი - 189, გურია - 178, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 266, კახეთი - 220, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 73 351 საიდანაც, 3 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 146, აჭარაში - 305, იმერეთში - 642. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 718 პირი, მათ შორის, თბილისში - 312, აჭარაში - 91, იმერეთში - 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 28, იმერეთში - 18.

70 326 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში