ომი უკრაინაში-დღე მეშვიდე

02 მარტი 2022, 18:14 817 ნახვა

მაუწყებელი უკრაინაში მცხოვრებ მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელიც გვიყვება რომ სოფელში, სადაც ის ცხოვრობს დაძაბული მდგომარეობაა. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ოჯახები სახლებში რჩებიან და მათ არ აქვთ წვდომა სურსათზე, მარაგები კი იწურება. არ არის ხელმისაწვდომი არც მედიკამენტები. ამბობენ რომ სახლებიდან გასვლა საფრთხის შემცველია, რადგან ირგვლივ გამაგრებულია რუსული ჯარები, ხშირად ოკუპანტი ქვეყნის სამხედროები ოჯახებამდეც მიდიან და საკვებს სთხოვენ, თუმცა ამ ეტაპზე უკრაინელი ჯარისკაცები სოფლის დაცვას ახერხებენ. უკრაინაში მცხოვრები მათე გაბაიძის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდი დახშული იყო მათთვის საკომუნიკაციო წყაროები, გაითიშა ინტერნეტი და ტელევიზია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში