აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებსა და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსური რესურსი გამოიყოფა, რითიც სამედიცინო და პირველადი მოხმარების ნივთებს შეიძენენ.
უკრაინაში გასაგზავნი ნივთების შეგროვება-დახარისხების პროცესს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი გაუწევს.