ერთობლივი განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და 15 იანვრამდე ვადა ხელისუფლებას

23 დეკემბერი 2016, 00:00 3458 ნახვა

წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელზე და 15 იანვრამდე ვადა ხელისუფლებას. ქობულეთი-ბათუმის მშენებარე ავტობანის მონაკვეთზე მცხოვრებლები სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ კომპენსაციას არ თანხმდებიან და მის გადახედვას ითხოვენ. მათ დღეს აქცია-მსვლელობა გამართეს და საკუთარი მოთხოვნები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ამბობენ, რომ კომპენსაცია, რომელსაც მათ სახელმწიფო კერძო საკუთრებაში სთავაზობს, ქონების ადეკვატური არ არის და გამოსასყიდის გადახდას საბაზრო ღირებულების შესაბამისად ითხოვენ. აქციაში  მონაწილეობდნენ ფრიდონ ხალვაშის გამზირის, განთიადისა და მახინჯაურის მცხოვრებლები, რომელთაც საკუთრების დათმობა უწევთ. მთავრობის სახლთან მათ კერძო იპოთეკით დაზარალებულებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე აჭარის მთავრობიდან არავის უპასუხია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი