კიევის დასაცავად სამხედროები ყველაფერს აკეთებენ, ამ ეტაპზე აუცილებელია ოჯახების საკვებით მომარაგება - კლიჩკო

01 მარტი 2022, 13:31 695 ნახვა

კიევის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქის დასაცავად სამხედროები ყველაფერს აკეთებენ, ამ ეტაპზე კი აუცილებელია ოჯახების და თავშესაფარში მყოფი პირების საკვებითა და პირველადი დახმარების ნივთებით მომარაგება. 

ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში ჰუმანიტარული შტაბი მუშაობს, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში,  პირველი ლოქდაუნის დროს ეფექტურად მუშაობის გამოცდილება აქვს.

მერის თქმით, მედიკამენტებით, სურსათითა და აუცილებელი ნივთებით მოამარაგებენ პირველ რიგში, უფროსი ასაკის მარტოხელა ადამიანებს, ინვალიდებს და დედებს მცირეწლოვანი ბავშვებით.

''დახმარების შესაგროვებლად და ფონდის შესავსებად მივმართე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კიევისა და უკრაინის უცხოელ პარტნიორებს. ბიზნესმა უკვე დაიწყო დახმარება, ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, ევროპისა და უკრაინის  ქალაქების.

შტაბში შექმნილია ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ყველა მსურველს შეუძლია შეუერთდეს შეთავაზებებს ქალაქის მხარდასაჭერად. მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს და შეუძლია დახმარების გაწევა, გამომეხმაუროს. ჩვენ უნდა დავიცვათ კიევი და მივაწოდოთ ის, რისი დახმარებაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ქალაქის მაცხოვრებლებს'' - წერს სოციალურ ქსელში კიევის მერი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი